LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტის ფეხბურთელებს ტრებლის აღნიშვნა მფლობელის იახტაზე სურთ, რომელიც 500 მილიონი ფუნტი ღირს

124
Screenshot 2023-06-28 134439

იახტა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეს 500 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, 525 ფუტის ხომალდს წარმოადგენს, რომლის ერთი გამართვა 500 ათასი ფუნტი ჯდება.

ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე იახტა 40 კაიუტით, ღამის კლუბით და ვერტმფრენის ორი დასაჯდომით.

აქ არის საუნაც, სატრენაჟორო დარბაზი, ჯაკუზი, Wi-Fi, ლიფტიც…

მეგანავს, რომელიც შესაძლოა „ეტიჰადზე“ არც დატეულიყო, ადრე „ტოპაზი“ ერქვა, მერე კი მანსურმა სახელწოდებად Blue არჩია კლუბის საპატივსაცემოდ.

იახტის სამართავად საჭიროა 80-კაციანი ეკიპაჟი.

ვარაუდობენ, რომ წვეულება იახტაზე საუდის არაბეთში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს შედგება, სადაც „სიტიც“ მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები