LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტიმ დე ბრუინი 72 მილიონად მაინც წაიყვანა

19

“მანჩესტერ სიტიმ” მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. ”ქალაქელებმა” ”ვოლფსბურგის” ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი დაიმატეს.

გუნდის ხელმძღვანელობამ ბელგიელი შემტევს 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, xolo მის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გადაიხადა. 24 წლის ნახევარმცველი ახალ კლუბში 17-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გასულ სეზონში დე ბრუინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

“მსურს ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სეზონი წარმატებულად დავასრულოთ.
იმედი მაქვს, სიტისთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ და გულშემატკივრებს გავახარებთ”, – განაცხადა დე ბრუინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები