LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი პარკის“ და პატრულის ჯარიმებს ლობოტი გაასაჩივრებს

138

საქართველოში პირველი ქართული ბოტი იურისტი Lawbot შეიქმნა. ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორი იურიდიული ფირმა CC Legal & Advisory-ია.

ლობოტს ამ ეტაპზე შეუძლია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრების ანალიზი, რომლისთვისაც ბოტს 5 წუთზე ნაკლები სჭირდება. რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ლობოტი დაუყოვნებლივ ამზადებს რეალურ საჩივარს. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ და დაბეჭდონ საჩივარი ან მიიღონ ის კომპანიის ოფისში. ამის შემდეგ მომხმარებელს საჩივრის ხელმოწერა და შესაბამის ორგანოში წარდგენაღა რჩება. ლობოტი ხელმისაწვდომია ყველგან, სამსახურში, სახლში თუ გზაში.

ბოტის ფუქნციებს მალე დაემატება პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებები. ამ ეტაპზე ლობოტის დახმარება მხოლოდ facebook-ში, ჩატის მეშვეობით არის შესაძლებელი, მომავალში კი აპლიკაციის შექმნაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები