LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი პარკი“- კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა

193

დედაქალაქის მერის მიერ შპს „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, – ამის შესახებ ნათქვამია შპს „სითი პარკის“  მიერ გავრცელებულ განცხცადებაში, რომელიც  კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებას ეხება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის ინსპექტორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც  ინსპექტირებისას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ.

„შპს „სითი პარკი“ იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იყოს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს „სითი პარკის“ ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი. აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს „სითი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის მერიისგან გატარდება ყველა ზომა მოქალაქეთა, მათ შორის შპს „სითი პარკის“ ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები