ფსიქოანალიზის მამა, ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ერთ-ერთია იმ სპეციალისტებს შორის, ვინც უდიდესი კვალი დატოვა საკუთარი მოღვაწეობის სფეროში.
fortuna.ge გთავაზობთ ზიგმუნდ ფროიდის ცნობილ ფრაზებს:
• სისულელის პირველი ნიშანი სირცხვილის გრძნობის არქონაა
• ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა…
• ტანჯვის წინააღმდეგ ისეთი დაუცველები არასოდეს ვართ, როდესაც მაშინ, როცა გვიყვარს…
• შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.
• სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას გულისხმობს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას.
• გამოუხატავი ემოცია არასოდეს კვდება, ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს.
• ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ ირჩევენ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.
• ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც იყვნენ – თქვენში!
• ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთი ქალის მოყვარული იცნობს სიყვარულს.
• ბედნიერება ძალიან ძველი ოცნების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომ გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე. ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით. ნამდვილი ბედნიერება კი მხოლოდ ბავშვობის ოცნებების ასრულებას მოაქვს.
• გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გათავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან გიყვარს.
• ჩემთვის შეუძლებელია გავექცე შთაბეჭდილებას, რომ ადამიანები არასწორ საგნებს და მოვლენებს ანიჭებენ ღირებულებას. ისინი ეძებენ ძალაუფლებას, სიმდიდრეს და წარმატებას და აღმერთებენ იმათ, ვისაც ისინი გააჩნია. ამ დროს კი ყურადღების მიღმა რჩებათ ისეთი რაღაცეები, რაც ცხოვრებაში ყველაზე ღირებულია.
• სიზმრები ხშირად ყველაზე ღრმა მაშინ არის, როდესაც ისინი ყველაზე გიჟურად გამოიყურება. სიზმარი არის გზა ჩვენი ქვეცნობიერისაკენ…
• ბავშვები სრულიად ეგოისტები არიან. ისინი ინტენსიურად გრძნობენ თავის მოთხოვნილებებს და დაუნდობლად ცდილობენ მათ დაკმაყოფილებას.
• ახალგაზრდობამ რომ იცოდეს… ასაკს რომ შეეძლოს…