LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიანი ქორწილი ავღანეთში – დაღუპულია სულ მცირე 35 ადამიანი

223
773x435-cmsv2-151639aa-43ee-554a-bfba-ea63e3d32bdd-4176422

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქორწილის წვეულებაზე 35 ადამიანი გარდაიცვალა, 13 კი დაშავდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ჰელმანდის პროვინციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

სამთავრობო ძალებმა იერიში იმ შენობაზე მიიტანეს, რომელსაც თალიბები თვითმკვლელი ტერორისტების გასაწვრთნელად იყენებდნენ. შენობა კი ქუჩაზე მდებარეობდა, სადაც ქორწილი იმართებოდა. წვეულება ავიაიერიშის და ორმხრივი სროლის ეპიცენტრში მოხვდა.

ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციაც.

საბჭოს სხვა წევრი აბდულ მაჯიდის თქმით, სულ 40 სამოქალაქო პირია დაღუპული.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამალავში, სადაც ტერორისტებს წვრთნიდნენ, უცხოეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებისა, ჩატარებული ოპერაციის შედეგად 22 თალიბი დაიღუპა, 14 კი დააკავეს. დაკავებულებს შორის ხუთი პაკისტანის, ერთი კი ბანგლადეშის მოქალაქეა.

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ღამით ავია იერიში აშშ-ის ძალების მიერ მხარდაჭერილმა ავღანელმა ჯარისკაცებმა განახორციელეს, რასაც მათ მებრძოლებსა და ავღანურ ძალებს შორის შეტაკება მოჰყვა.

„თალიბები“ აცხადებენ, რომ შეტაკების შედეგად ქორწილის წვეულებიდან რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ავღანური ძალების 18 წევრი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები