LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლიანი დაპირისპირება გლდანის ბაზარში – არსებული ინფორმაციით, კაცმა სიძე დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა

162
201906042041231671179147

გლდანის ბაზარში ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით საქმის გარჩევა საბითუმო ქსელის ერთ-ერთ მფლობელსა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა.

მედიაში თვითმხილველებზე დაყრდნობით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი სიძე დაჭრა, შემდეგ კი  თვითდაზიანებები მიიყენა.

სისხლიანი დაპირისპირების მოტივი უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები