LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიშორის სევდას საყვარელი მამაკაცის პერანგი უმსუბუქებს – ჯეი ლო ბენ აფლეკის ტანისამოსში გამოჩნდა

3652
paged

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მათ უკვე მოასწრეს მონტანაში რომანტიკული უქმეების გატარება, იყვნენ მაიამიში, პაპარაცებმა ისინი ჰოლივუდში სეირნობის დროსაც გადაიღეს. დასავლური მედია იმასაც წერს, რომ ჯეი ლო შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადასვლასაც გეგმავს.

ფოტო: ჩახუტებულები და ბედნიერები – ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის სახლის მახლობლად უზარმაზარი სახლის ყიდვას აპირებს – ახალი დეტალები

მართალია, ამ ეტაპზე  ისინი ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ, თუმცა როგორც ჩანს, განშორებისგან გამოწვეულ სევდას,  საყვარელი მამაკაცის პერანგი მეტ ნაკლებად ამსუბუქებს. ცოტა ხნის წინ ჯეი ლო ლოს-ანჯელესში, პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა, მას კუბოკრული პერანგი ეცვა, ამავე პერანგით გადაიღეს ბენიც რამდენიმე დღის წინ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბენის გემოვნება, მის მეგობარ გოგონებს საოცრად მოსწონთ, რამდენიმე თვის წინ მანამ, სანამ ბენი და „ბონდოს გოგონა“, ანა დე არმასი ერთად იყვნენ, ის შეყვარებულის ტანსაცმლით არაერთხელ დაუფიქსირებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები