სირიის ავიაციამ ქალაქ დარააზე ავიაიერიში მიიტანა. თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას სირიაში მოქმედი ჰუმანიტარული მისიის „თეთრიჩაფხუტები“ წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„რამადანის დღესასწაულის პირველ დღეს ასადის ავიაციამ დარაა დაბომბა,“ – წერენ “თეთრჩაფხუტიანები” Facebook-ში.
დარაა პირველი ქალაქი იყო, სადაც 2011 წელს ბაშარ ასადის დიქტატურის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივები ამ ქალაქს დღემდე მეამბოხეების ტერიტორიას უწოდებენ.