სირიაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებჰათ ან-ნუსრას“ მეთაურობა გაანადგურა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად მოკლულია ტერორისტული ორგანიზაციის 12 მეთაური, ხოლო „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ხელმძღვანელი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„3 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ინფორმაცია მიიღო „ჯებჰათ ან–ნუსრას“ მეთაურობის მიერ შეხვედრის ჩატარების ადგილზე და დროზე, რომელსაც მათ შორის, ორგანიზაციის ლიდერი, მუჰამედ ალ–ჯულანი, ესწრებოდა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, რუსეთის საჰაერო ძალებმა „ჯებჰათ ან–ნუსრას“ მეთაურობის შეკრების ადგილზე ავიადარტყმები განახორციელეს,“ – განაცხადა კონაშენკოვმა.
იგორ კონაშენკოვის თქმით, ავიადარტყმების შედეგად, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ მძიმე ჭრილობა მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.