LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში, დევნილების ავტობუსთან, ძლიერი აფეთქება მოხდა

82

სირიის ქალაქ ალეპოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

უახლესი ინფორმაციით, გარდაცვლილია 22, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება აფეთქება იმ ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომლითაც შიიტი დევნილები გადაჰყავდათ.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.

საომარი მოქმედებების გამო, სირიის ორივე მხარეს, ცხელი წერტილებიდან პარასკევს ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.  ქალაქებიდან დევნილების ევაკუაცია ორივე მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები