სირიის სამთავრობო სააგენტო Sana-ს ინფორმაციით, სირიაში ავიაიერიშებს 25 მშვიდობინი მოქალაქე ემსხვერპლა. საჰაერო დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულებიც. სამხედრო ოპერაცია სირიის ჰასაკას პროვინციაში ჩატარდა.The Associated Press-ის ინფორმაციით, დარუპულთა შორის 10 ბავშვია.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს და ჯერჯერობით გაურკვეველია, დასახლებული პუნქტი აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ დაბომბა, თუ ერაყის სამხედრო თვითმფრინავებმა.
ჰასაკას პროვინციაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან ერთად „დაეშის” მიერ კონტროლირებად ბოლო ტერიტორიებს ათავისუფლებს.