სირიაში, მორიგი იერიში განხორციელდა. CNN-ის ცნობით, ხან შეიხუნის რეგიონი დაიბომბა, სწორედ ის ქალაქი, სადაც რამდენიმე დღის წინ ჯანყებულების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელმა მხარემ განახორციელა ავიადარტყმა.
FOXNEWS-ის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
დასავლურ მედიაში წერენ, რომ ეს ერთგვარი პასუხია ამერიკის მიერ სირიის ბაზის დაბომბვაზე. მოსკოვმა აშშ-ს ეს ქმედება დაგმო და სირიას საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პირობა მისცა და ტარტუსის ბაზასთან სამხედრო ხომალდი გააგზავნა.
რამდენიმე დღის წინ სირიაში ქიმიურმა თავდასხმამ 85-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა, აშშ-ს მიერ სამხედრო ბაზის დაბომბვასაც.