მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მართლმადიდებლობის საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეას ეხმიანება, რომელსაც რუსი დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი ესწრება.
“ახლა თუ მაინც ვხვდებით, სინამდვილეში რის გადასაფარად ატეხეს რაინდებმა ერთი ალიაქოთი? აი, ამ სირცხვილის დანახვით რომ ირყვნება გმირი ანწუხელიძის ქვეყანა, ვერცერთი პარადი ვერ იზამს უარესს.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის რუსი კომუნისტი დეპუტატი, რომელიც ღიად აღიარებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოს გარეშე და ოკუპანტის ენაზე მიჰყავს სხდომა მართლმადიდებლობის შესახებ,”- წერს მამა თამაზ ლომიძე.