ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. აღნიშნული განცხადებით, სამადაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმდაც მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
სამადაშვილის შეფასებით, დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი „პოლიტიკური რეჟიმია“.
„რეალურად, იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც.
ამიტომაც გადაახია ივანიშვილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია”, – წერს სალომე სამადაშვილი.