LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოვაკით” ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება: გაბუნია

88
Untitled design

საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მომავალი კვირიდან კიდევ ერთი ვაქცინა ჩაერთვება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინით მოსახლეობის აცრა მომდევნო კვირიდან დაიწყება.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული ვაქცინის გაკეთებას 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები შეძლებენ. ვაქცინაცაციის დაწყების თარიღს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს:

“სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს. “სინოვაკი” ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს “სინოვაკის” შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა. “სინოვაკით” ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზაა შემოტანილი.

ვრცლად სინოვაკის შესახებ:

„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

არ გამოვრციხავ, საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს: გამყრელიძე არგუმენტებს ასახელებს

“სინოვაკმა” მაღალი ეფექტიანობა აჩვენა: ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები