ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას მალე მიიღებს. მისივე განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინით, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ნაკრების აცრა იგეგმება, ამიტომ „არ უნდა ვთქვათ, რომ სინოვაკი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება“.
„სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 21 მაისს ამოქმედდება
„სინოფარმმა ორი კვირით ადრე წარადგინა ჯანმოში დოკუმენტაცია, ვიდრე სინოვაკმა. ისინი ელოდებიან აკრედიტაციას. ახლა მიმდინარეობს შესწავლის პროცესი.
ივნისში იწყება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ნაკრები აცრას სინოვაკით, მან ამ მიზნით 50 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ნუ ვიტყვით, რომ სინოვაკი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.