გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 24 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ზოგიერთ რაიონში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასაც პროგნოზირებენ.
22–24 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 2–3 ბალიანი ღელვა.