LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოფარმის ორივე დოზა გავიკეთე, ოდნავ მეძინებოდა, სხვა გვერდითი მოვლენა არ გვქონია… ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის: აბუ-დაბიში მცხოვრები ქართველი

356
მერიკო კოკაია

აბუ-დაბიში მცხოვრები ქართველი მერიკო კოკაია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა და საკუთარ გამოცდილებაზე Facebook-ზე წერს. მისი განცხადებით, ვაქცინის პირველი და მეორე დოზის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენა მხოლოდ ძილის სურვილი იყო.

როგორც კოკაია წერს, გაერთიანებულ საემიროებში ჩინური ვაქცინა 6 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის შეიხებს და მთავრობის წარმომადგენლებს გაუკეთდა.

მისივე განმარტებით, მანამ სანამ ვაქცინას გაიკეთებდა, დეტალურად გამოიკვლია ონლაინ არსებული ინფორმაცია „სინოფარმის“ შესახებ და წერს, რომ ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

„რადგან ჩინურ “სინოფარმის” ვაქცინის განხილვამ მთელი Facebook მოიცვა, გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ეს ფოტო 21 თებერვალს არის გადაღებული, როდესაც ჩინური სინოფარმის ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთეთ, მეც და იკომაც. მეორე დოზა 14 მარტს მოგვიწია. ორივე შემთხვევაში ოდნავ გვეძინებოდა საღამოს, სხვა არანაირი გვერდითი მოვლენა არ გვქონია, იგივე გამოცდილება ჰქონდა ჩვენ თანამშრომლებსა და მეგობრებს, ვინც ეს ვაქცინა გაიკეთა.

ზოგადად, არაბის გაერთიანებულ საემიროებში ეს ჩინური ვაქცინა გაუკეთდა 6 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის შეიხებს და მთავრობის წარმომადგენლებს. ასევე სამსახურში მოგვიწოდეს ყველა თანამშრომელს ავცრილიყავით და ორგანიზებაც კი გაუკეთეს ოფისებში.

სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, დეტალურად გამოვიკვლიე ონლაინ არსებული (მართალია მცირედი) ინფორმაცია და თამამად შემიძლია ვთქვა, ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით, ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. Covid 19-გან რამდენი პროცენტით გვიცავს ჯერ ზუსტად გაურკვეველია, მაგრამ ნამდვილად იმაზე მეტად დაგვიცავს (თუნდაც 50%) ვიდრე ვაქცინის საერთოდ გაუკეთებლობა.

2 დღის წინ New York Times-ში საკმაოდ საინტერესო სტატიაც დაიბეჭდა ამ კონკრეტულ ვაქცინა – სინოფარმზე (სინოვაკი სხვაა და მის შესახებ არაფერი ვიცი) აქვე ვტოვებ ბმულს – https://www.nytimes.com/…/sinopharm-covid-19-vaccine.html

იმედია დაგეხმარებათ ჩემი გამოცდილება გადაწყვეტილების მშვიდად მიღებაში.“, წერს აბუ-დაბიში მცხოვრები ქართველი მერიკო კოკაია.