LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმის” მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

78
Untitled design (6)

“სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, მოქალაქეების რეგისტრაცია ხვალ, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო “სინოფარმის” დამატებით დოზებს, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე მიიღებს, მისივე თქმით, ქვეყანა “წითელი ჯვრის” მიერ ნაჩუქარ 100 000 დოზა “სინოფარმის” მოწოდებასაც ელოდება:

“სინოფარმის” მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას უკვე 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ დღის ბოლოდან, რვა საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას “სინოფარმის” მეორე დოზებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ “სინოფარმის” ახალ დოზებს მივიღებთ ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში დასრულდება მოლაპარაკებები და უფრო ზუსტ ინფორმაციას გაგაცნობთ. იგივე შეეხება წითელი ჯვრის მიერ ნაჩუქარ 100 000 დოზა “სინოფარმს”, რომლის მოწოდებასაც ველოდებით.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენეკა” ვაქცინით დაიწყო.

“სინოფარმის” ვაქცინით კი მოსახლეობა 4 მაისიდან იცრება.

11 მაისის მონაცემებით, სულ აცრილია – 67 136 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 11 504 მოქალაქე.