LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმიც შევიშხაპუნე” – გიგი უგულავამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

90
გიგი უგულავა - აცრა

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მან აცრა ქარელში „გორმედის“ კლინიკაში გაიკეთა.

გიგი უგულავა საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ეს სინოფარმიც შევიშხაპუნე. ქარელის „გორმედის“ კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა სრულიად უგრძნობი. ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები