სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი მხოლოდ მეუფე პეტრემ, არგვეთის მეუფე მელქისედეკმა და წილკნელმა ეპისკოპოსმა მეუფე ზოსიმემ გააკეთეს. ყველა მათგანმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, საკითხები, რომელსაც დღეს სინოდი განიხლავს, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის.
მეუფე პეტრე კი მიიჩნევს, რომ სინოდმა პირველ საკითხად ციანიდის საქმე უნდა განიხილოს. მან უსამართლობა და ცინიზმი უწოდა საქართველოს პროკურატურის გამოძიებასა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
“მართლმსაჯულება ფაქტიურად არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როცა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები. რაც შეეხება უკრაინას, პროცესები რაც განვითარდა უკრაინისთვის და ზოგადად, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ნამდვილად არის ისტორიული მივლენა. გასახარია, რომ ამიერიდან უკრაინაში ე.წ. განხეთქილების ეკლესია არ იქნება,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ ეს სიფრთხილით არის გამოწვეული.
“საქარველოს მდგომარეობა რთულია და ზედმეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს,” – ამბობს მეუფე ზოსიმე.