საგანგებოდ ჩანიშნული სინოდის სხდომა და მეუფე იაკობი, რომელიც სავარაუდოდ, ამის მთავარი მიზეზია – როგორც ცნობილია, სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო.
ამ თემაზე განმარტებებს აკეთებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და ამბობს, რომ მეუფე იაკობი სინოდის წევრად რჩება.
ბოდბელი ეპისკოპოსი საიდუმლო შეხვედრას პრემიერის კაბინეტში ადასტურებს.
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)
“წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი.