სინოდის განჩინების ტექსტი დღეს არ გამოქვეყნდება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ხვალ გახდება ცნობილი:
“იმის გამო, რომ სინოდის სხდომაზე დიდი რაოდენობის საკითხი გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ”, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ განიხილეს საკითხები, რომელიც ზნეობის კუთხით შეფასდა.