LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდის განჩინება: ინფორმაცია, პატრიარქის გადაყენების საკითხზე შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადებაა

191
SINODI-2-scaled

ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის გადაყენების საკითხზე შეურაცხმყოფელ და ტყუილზე აგებული განცხადებად არის მოხსენებული წმინდა სინოდის განჩინებაში.

განჩინებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მსგავსი ქმედება ეფუძნება ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

“წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას.

ითქვა, რომ ამ ადამიანებს უკვე ჩვეულებად ექცათ ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება მათი მიზანმიმართული საქციელი – ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია. აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპასუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი,” – აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განჩინებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები