LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდი : ეკლესიისთვის ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სქესობრივი კავშირი მიუღებელია

70

საქართველოს ეკლესიისთვის ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სქესობრივი კავშირი მიუღებელია, ამის შესახებ წმინდა სინოდის ოქმშია ნათქვამი.

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას,” – აღნიშნულია ოქმში.

რაც შეეხება მართლმადიდებლის ქორწინებას არამართლმადიდებელთან, ოქმის მიხედვით, იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები