სინგაპურმა ახალგაზრდა ტურისტებისთვის სავიზო მოთხოვნები გაამკაცრა. უფრო ზუსტად კი სიახლე ახალგაზრდა ქალბატონებს ეხებათ. მიზეზად მთავრობამ 30 წლამდე მანდილოსნების არალეგალური და მიუღებელი ქცევა დაასახელა. თუ რა ქცევაზეა კონკრეტულად საუბარი – ეს განცხადებაში არ უხსენებიათ.
ამიერიდან მოგზაურებს სინგაპურში ჩასვლის ზუსტი მიზეზის, ვადებისა და ბიუჯეტის დაკონკრეტება მოუწევთ. ახალი კანონის გამო ქალბატონებისთვის ვიზის გაცემის პროცედურა უფრო გართულდება და სავარაუდოდ, მეტი დროც დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურმა პასპორტის კონტროლიც გაამკაცრა, მოგზაურებს ამიერიდან ქვეყანაში შესვლის დროს თითის ანაბეჭდის დატოვებაც მოუწევთ.