ლურჯი ჩანთა, დინოზავრებიანი პრინტით, რომელიც სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ცოლს, ჰო ჩინგს თეთრ სახლში ვიზიტისას ეჭირა ხელში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
ჩანთა 11 დოლარი ღირს და დამზადებულია სკოლა „ფათლაითში“, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე სტუდენტები სწავლობენ.
პრემიერ-მინისტრის ცოლის ჩანთას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას შემდეგ, რაც გარიკვა, რომ აქსესუარი 19 წლის სიტო შენგ ჯიმ დაამზადა „ფათლაითში“, ჩანთის გაყიდვებმა საოცარ მაჩვენებელს მიაღწია.
სკოლა 4 თვეში 200-მდე ჩანთის გაყიდვას ახერხებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის ცოლის გამოჩენის შემდეგ 200 აქსესუარი ერთი დღის განმავლობაში გაიყიდა.
ჰო ჩინგი ჩანთით თეთრი სახლის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა, სადაც მას და მის ქმარს პრეზიდენტი ობამა და მიშელი დახვდნენ.