LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპურელები ყველაზე გრძელი ავიარეისისთვის ემზადებიან

68

სინგაპურელები ყველაზე გრძელი ავიარეისისთვის ემზადებიან. სააგენტო „Airlines Ratings”-ის ინფორმაციით, ყველაზე გრძელი რეისი 11 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და ის ერთმანეთთან სინგაპურსა და ნიუ-იორკს დააკავშირებს. ფრენა Airbus A350-900ULR-ით შესრულდება. ლაინერს შეუჩერებლად 16,7 ათასი კილომეტრის დაფარვა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს რომ მგზავრები ჰაერში 18,45 წუთს გაატარებენ. დასაწყისისთვის ფრენები კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოგვიანებით კი ავიაკომპანია კიდევ უფრო მეტი რეისის დამატებას გეგმავს. ხომალდი ბიზნეს კლასის 67 და ეკონომ კლასის 94 ადგილს მოიცავს და ბილეთების გაყიდვა 31 მაისიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები