LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდის 15 წლის ქალიშვილი Miu Miu-ს სახე გახდა (ვიდეო)

106

90-იანი წლების სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის ქალიშვილი Miu Miu-ის სახე გახდა. 15 წლის კაია გერბერი პოპულარული ბრენდის საზაფხულო კოლექციას უწევს რეკლამირებას.

პრომო-რგოლში, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა, კაია შეუდარებელია. ზაფხულის დილა, საცურაო აუზი, მზის სათვალეები, კარგი განწყობა და ულამაზესი მოდელი, ამ პრომო-კლიპში ზაფხულის მოსვლა კიდევ უფრო მეტად იგრძნობა.

აღსანიშნავია, რომ სინდი კროუფორდის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში გამოჩნდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=SIvCwjYxrDc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები