ფრანგული Vogue-ის ახალი ნომრის გმირები სინდი კროუფორდი და მისი ქალიშვილი, კაია გერბერი გახდნენ. დედა-შვილმა ცნობილი ფოტოგრაფისთვის, მარიო ტესტინოსთვის იპოზიორეს. ახალ ფოტოებში ისინი კიდევ უფრო მეტად გვანან ერთმანეთს. ფოტოების შეფასება კი, მკითხველს Vogue-ის აპრილის ნომერში მოუწევს.
გერბერს უკვე აქვს კონტრაქტი IMG Models-თან, ასევე მონაწილეობდა Alexander Wang-ის პროექტში და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფოტოსესია სხვა წამყვანი გამოცემებისთვის.