„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ჩალაძე და ანა წითლიძე მათი დაოჯახების შესახებ გავრცელებულ ჭორს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებთ ისინი იუმორისტულ პოსტებს აქვეყნებენ.
გიორგი ჩალაძე: სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე:
ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ პოლონეთში გაგვეხადა საჯაროდ.
ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში (ნუ თან მიშას ჯილდო შევიძინეთ)
მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია.
ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი.
აქვე დავამატებ – ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას, ასე რომ წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ
ანა წითლიძე: მეგობრებო:)
ჩემს თავზე იმდენი წარმოუდგენელი ჭორი გამიგია და შეუთხზავთ, ვერაფრით გამაკვირვებენ:)
მხოლოდ მადლობა ეკუთვნით ჭორის ავტორებს, ამ დაძაბულ და სტრესულ გარემოში ღლიცინის შესაძლებლობისთვის:)
ბოლო ორი დღეა TV Imedi და ქოცების ტროლ ბოტების განსაკუთრებული სამიზნე ვარ და J’adore – მხოლოდ პატივია რომ იციან ვის უნდა ებრძოლონ.
მე ისევ მათ ისტერიკაზე გავერთობი:)