LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინაგოგაზე თავდამსხმელი ნაცისტი აღმოჩნდა: ტრამპს სიკვდილით დასჯის გამკაცრება უნდა

41

აშშ-ს ქალაქ პიტსბურგში სინაგოგაში ატეხილ სროლას ყველაზე ცოტა 8 ადამიანი შეეწირა. თუმცა მოგვიანებით 11 გარდაცვლილზე დაიწერა. რამდენიმე დაშავდა. მათ შორის სამართალდამცავები, როგორც ამბობენ, ოთხი პოლიციელი. ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი დაიჭრა და მისი დაკავება მოხერხდა.
რაღაც მომენტში თავდამსხმელი სპეცრაზმთან მოლაპარაკებაზე წავიდა, შემდეგ კი ჩაბარდა. ის ვეღარ დადიოდა.

როგორც მედია აღწერს, სინაგოგაში შევიდა დიდი ტანის წვერიანი თეთრი მამაკაცი.

მოგვიანებით მედიაში დაიწერა, რომ თავდამსხმელს რობერტ ბაუერსი ქვია და 48 წლისაა. მისი სოციალური ქსელის მეშვეობით გაარკვიეს, რომ ის ნაცისტებისა და ადოლფ ჰიტლერის მომხრეა. გარდა ამისა, ბრალდებული აშშ-ს პრეზიდენტს ვერ იტანს, რადგან მიაჩნია, რომ ტრამპს ებრაელები აკონტროლებენ.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ სროლის ამტეხავი მამაკაცი ანტისემიტურ ლოზუნგებს ყვიროდა, სანამ ცეცხლს გახსნიდა.

 

პიტსბურგის ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კანონის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან კი უპასუხა პრობლემა არა იარაღის კანონშია, არამედ სინაგოგას დაცვაში.

„სინაგოგაში შიგნით რომ დაცვა ყოფილიყო, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად დამთავრებულიყო. ეს თემა ყოველთვის იქნება კამათის საგანი. მაგრამ მრევლი დაუცველი აღმოჩნდა, ამიტომ ბოროტმოქმედს ქონდა საშუალება გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა“, – განაცხადა შტატების პრეზიდენტმა.

ამასთან პრეზიდენტმა სიკვდილის დასჯის კანონის გამკაცრებაც შეთავაზა.

„როდესაც ადამიანი ასეთ რამეს აკეთებს, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს და ამას წლები არ უნდა ელოდოს. მერე ადვოკატები ერთვებიან და დასჯა 10 წლით გადავადდება ხოლმე. ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები