დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა, რაც ძალიან ცუდია.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე აიწევს, დეკემბრამდე 250 ადამიანის სიცოცხლე დაიზოგება.
გამყრელიძის თქმით, თუ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ან 25 ათასამდე იქნება, ნოემბრის თვეს და მე-5 ტალღას, ადამიანები უფრო მსუბუქად გადაიტანენ.
„სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იქნეს.
განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.
ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე- ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.