LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმპათიური იტალიელი შეფი იტალიური კერძების მომზადებას გასწავლით და თან, იტალიაში მოგზაურობის შანსაც მოიგებთ – ადგილები შეზღუდულია

213
matteo-sivero_copertina-1-scaled

მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი, სიმპათიური იტალიელი შეფი იტალიური კერძების მომზადებას შეგასწავლით და თან, იტალიაში მოგზაურობის შანსაც მოიგებთ.

Home cooking adventures-სა და Solo-ს თქვენთვის უნიკალური შემოთავაზება აქვს. დაესწარით იტალიური სამზარეულოს მასტერკლასს, რომელსაც მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი შეფი მატეო სივერო უმასპინძლებს და მოიგეთ იტალიაში მოგზაურობის შანსი „კაპიტან პლუსისგან“. მასტერკლასი ჩატარდება 23 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ მასტერკლასზე შეფი მოამზადებს იტალიურ სეტს – აპეტაიზერი /ძირითადი კერძი /დესერტი. ადგილზე შეძლებთ მომზადებული კერძებისა და ღვინის, ლუდის, ყველისა და ყავის დეგუსტაციას.

23 ივნისის გარდა, საზოგადოება მატეო სივეროსთან შეხვედრას 24 ივნისსაც შეძლებს და ჩაერთვება მასთან ერთად კერძების მზადების პროცესში.

ორივე ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია. 23 ივნისის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ https://biletebi.ge/…/2306-italiuri-samzareulos

სოლოს კლიენტებს, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფასდაკლებით აღნიშნულ ბმულზე https://biletebi.ge/…/solo-hobby-masterklasi-mateo

24 ივნისის მასტერკლასის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: https://biletebi.ge/…/solo-hobby-mateo-siveros-italiuri

„იჩქარეთ! მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი, მატეო სივერო, გელოდებათ მასტერკლასებზე- 23 ივნისს „რედისონში“, 24 ივნისს „მილეს შოურუმში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, მატეო სივერო ვერონადანაა. 19 წლის ასაკში მატეო გახდა პირველი შეფი, ვინც „მიშლენის“ ვარსკვლავი ასეთ ახალგაზრდა ასაკში მიიღო. დღეს კი, 26 წლის ცნობილ იტალიელ შეფს ძალიან უყვარს მოგზაურობა და თავისი მომზადებული კერძების „ინსტაგრამის“ აუდიტორიისთვის გაზიარება.

ფოტო: ვინ არის სიმპათიური იტალიელი შეფი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები