LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა ყველა ქართველ მებრძოლს ეძღვნება, მათ, ვისაც საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის უბრძოლია“ – სოსო მიქელაძე

275
sosomiqeladzedueti20101-2020-10-01_13-10-11_561132

31 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს სოსო მიქელაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ ნამუშევარზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „უფალო დაგვლოცე“ პრემიერა შედგა.

 სოსო, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე, „უფალო დაგვლოცე“,

ეს არის სიმღერა, რომელიც ყველა ქართველ მებრძოლს ეძღვნება, მათ, ვისაც საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, განთავისუფლებისთვის უბრძოლია, ასევე ეძღვნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სულიერ მებრძოლებად თვლიან. სიმღერა მე მეკუთვნის, ტექსტის ავტორი მე ვარ. სიმღერა ჩაწერა და დაამუშავა მახო რეხვიაშვილმა. ჯგუფმა „იბერიამ“ ჩაწერა ბექ ვოკალები. მისამღერებში საჭირო იყო ასეთი ეპიკური ჟღერადობა. სხვათა შორის, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა მუშაობა. გვინდოდა, შარშან გიორგობისთვის გამოგვეშვა და ასე გაიწელა.

როდის გაჩნდა ამ სიმღერის იდეა?

ჩანაფიქრი დიდი ხნისაა. ყოველთვის მიყვარდა პატრიოტული თემატიკა, მაგრამ ახლა, რაც უკრაინის ომია და ჩვენს რეალობაშიც დადგა აუცილებლობა, რომ გვყავდეს რეალურად ძლიერი ჯარი და იდეოლოგიურადაც მზად ვიყოთ გამოწვევებისთვის, ვიგრძენი შინაგანი აუცილებლობა და საჭიროება, რომ ამ თემას მივმართო.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

სოსო მიქელაძე – უფალო დაგვლოცე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები