LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა, როემლიც ზამთარში ზაფხულს მოიყვანს“ – Masteri & Lil Noka – Latina – პრემიერა ,,ფორტუნა პლუსში”

4
page

„ფორტუნა პლუსის ჩარტში“ მასტერისა და Lil Noka-ს სიმღერის, Latina  პრემიერა შედგა.

შენი ბოლო კლიპი რამდენიმე დღის წინ დაიდო და ამ მოკლე დროში მას უკვე 50 000-ზე მეტი ნახვა აქვს, რა არის მასტერის „ინტერნეტ ფენომენი“?

ეს ეხება სოციალურ თემას, შევეხე მძიმე თემებს, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. მიხარია, რომ ბევრმა მხარი დამიჭირა და ბევრი ჩემს აზრზეა. ეს არის პირველი კლიპი ამ წელს და მე-4 სიმღერა. შარშან ვიყავი ყველაზე პასიური, როდესაც 4 კლიპი გამოვუშვი, სულ მთლიანად, 16 სიმღერა მაქვს. ახლა კი მაქვს მიზანი, რომ 10 კლიპი გამოვუშვა. მაქვს დაწერილი სიმღერები, რომლებიც თავიანთ დროს ელოდებიან. მინდა გიორგი ჩეკურიშვილის ფროდაქშენ კომპანიას დიდი მადლობა ვუთხრა, ის მიდგას გვერდში, მიღებს კლიპებს. ასევე გვეხმარება რადიო, ,,ფორტუნა პლუსი” არის ერთადერთი რადიო, რომელმაც რეპს გაუღო კარი.

ახალ სიმღერაზე გვესაუბრე, გაგვაცანი Lil Noka,

ეს არის უნიჭიერესი ბიჭი, ეს ჩვენი მე-6 დუეტია, ჩვენ მუსიკალურად ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ, ის ახლა იმყოფება საბერძნეთში. ეს სიმღერა ლათინური ჟანრის მოტივებისაა, ნახევრად ჰიპ-ჰოპის ელემენტებით, Lil Noka მღერის მისამღერს, ნახევრად ბერძნულად ნახევრად ესპანურად. 8 დღეა რაც გამოსულია და 100 00-ზე მეტი ნახვა აქვს. ეს არის სიმღერა, რომელიც ზამთარში ზაფხულს მოიყვანს.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე,

ამ წლის მთელი გეგმა გაწერილია, იქნება კონცერტები, თუ პანდემია შეგვიწყობს ხელს,  20-25 დღეში კი მსმენელს ახალ კლიპსაც შევთავაზებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები