Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114 „სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დამიწერა, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც… მისი სიმღერები ჰარმონიის, მელოდიის და აზრიანი ტექსტის გამო მომწონს“ – ლოლა წერეთელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
Menu
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს
Menu
„სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დამიწერა, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც… მისი სიმღერები ჰარმონიის, მელოდიის და აზრიანი ტექსტის გამო მომწონს“ – ლოლა წერეთელი
02.02.2024
42
19 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლოლა წერეთელი და ქეთი ხუციშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ორი ახალი სიმღერის „გიშრის თვალები“ და „კეკლუცი ღიღილო“ პრემიერა შედგა.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
ქეთი: ჯერ თანამშრომლობა დავიწყეთ და მერე მეგობრობაში გადაგვივიდა ეს ყველაფერი. ერთმანეთს აჩი ოშხერელის შუამავლობით დავუკავშირდით. ჩვენი ურთიერთობა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. როდესაც ლოლა დამიკავშირდა, უნდოდა, რომ მისთვის სიმღერა დამეწერა. მე უცებ „ეგ თვალები…“ წავუმღერე და მითხრა, მორჩა, ეს სიმღერა ჩემიაო. იქ დაიწყო ყველაფერი…
ლოლა, ქეთის რომელმა სიმღერამ მოგხიბლა და გაგიჩინა მასთან დაკავშირების და თანამშრომლობის სურვილი?
ლოლა: „მადლობა ამისთვის“ რომ დაიწერა, მე ვთქვი, რომ ჩემი ოცნება იყო რუსა მორჩილაძის სიმღერა მქონოდა, მეორე ოცნება კი ქეთის სიმღერა იყო. ქეთის სიმღერები ჰარმონიის, მელოდიის და აზრიანი ტექსტის გამო მომწონს.
ქეთი, ვისაუბროთ შენს სოლო სიმღერაზე „გიშრის თვალები“, როგორი ისტორია აქვს ამ ნამუშევარს?
ქეთი: ამ სიმღერას ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია აქვს. ზაფხულში ზღვაზე წავედი დასასვენებლად. ლოლასთან ჩავედი, საღამოს სამსახურში მივედი და ლოლა მეუბნება, რაღაც იმღერეო. ვფიქრობდი, რა ვიმღერო-მეთქი და ეს სიმღერა შევარჩიე. სიმღერა არც ისე ახალი იყო, ვიწრო წრეში უკვე მქონდა რამდენჯერმე ნამღერი. ვიმღერე „სადა ხარ სიყვარულო, ნეტავ სადა ხარ…“. ლოლას ვუთხარი, რომ ამ სიმღერისთვის „სად ხარ“ უნდა დამერქმია, მაგრამ ლოლამ მითხრა, არა, „ გიშრის თვალები“ არის ეს სიმღერაო და სიმღერას ეს სახელწოდება დარჩა. ლოლა აღმოჩნდა ამ სიმღერის ნათლია. სიმღერა აჩისთან ჩავწერე და მისი ძალიან მადლობელი ვარ.
ლოლა, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე.
ლოლა: სიმღერა ქეთი ხუციშვილმა დამიწერა, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც. სიმღერის სახელწოდებაა „კეკლუცი ღიღილო“. არანჟირება დავით დავიდოვმა გააკეთა. სიმღერა აჩი ოშხერელთან ჩაიწერა.
როგორია სამომავლო გეგმები?
ლოლა: ისევ ქეთის 2 სიმღერაზე ვმუშაობ, იქნება დუეტიც.