LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმეონეს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხელფასი აქვს, 41 მილიონი ევრო

450
GettyImages-686401562

ჟურნალმა France Football-მა პლანეტის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის ჰონორარები გამოაქვეყნა.

დედამიწაზე ყველაზე მეტს შოულობს მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცი დიეგო სიმეონე. ის სეზონში 41 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილზეა „მანჩესტერიდან“ გაგდებული ჟოზე მოურინიო. განსაკუთრებულმა „ოლდ ტრაფორდიდან“ 31 მილიონი წამოიღო. სავარაუდოდ ამაში გაშვების კომპენსაციაც შედის.

მესამეზეა… ტერი ანრი, რომელმაც ორი თვე წაიმუშავა „მონაკოში“. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავადების გუნდიდან გაშვების გამო 25.5 მილიონი ევრო ჩაიჯიბა.

მეოთხეა პეპ გვარდიოლა. „სიტი“ მას 24 მლნ ევროს უხდის. მეხუთეა ერნესტო ვალვერდე, რომელიც ‘ბარსელონაში“ 23 მილიონს იღებს.

France Football ტოპ 20 ყველაზე შემოსავლიან ქოუჩებს ამ კვირაში დაასახელებს.

სიმეონე „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან მუშაობს. თებერვალში ელ ჩოლომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები