პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურში მადრიდის ”ატლეტიკო” “ვილიარეალთან” 0:1 დამარცხდა. ”ვილიარეალი” ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა.
მადრიდელთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონესთვის აღნიშნული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა.
”ვილიარეალთან” სიმეონემ “ატლეტიკოს” ზედიზედ 211-ჯერ უხელმძღვანელა, რითაც ლუის არაგონესის მიღწევა გააუმჯობესა.
წინა რეკორდი არაგონესს ეკუთვნოდა, რომელმაც ”როხიბლანკოს” 210 შეხვედრაში უთავკაცა.
45 წლის სიმეონე “ატლეტიკოს” სათავეში 2010 წელს ჩაუდგა. მისი მონაგარი კი ასეთია – 211 შეხვედრაში 132 მოგება, 43 ფრე და 36 მარცხი.
რაც შეეხება ტიტულებს სიმეონემ მადრიდელებს – 1 ევროპის ლიგა, 1 კონტინენტის სუპერთასი, 1 ესპანეთის ჩემპიონობა, 1 “სამეფო თასი”, 1 ქვეყნის სუპერთასი მოაპოვებინა. 2014 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა თანაქალაქელ ”რეალთან” 4:1 დამარცხდა.