LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილვიო ბერლუსკონის ევროპარლამენტის წევრობა სურს

93

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებზე თავისი კანდიდატურის დასახელებას აპირებს – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ბერლუსკონიზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუბლიკაციაში იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის სიტყვებიცაა მოყვანილი, მისი განცხადებით, “თუ ჩვენ იტალიის გადარჩენა გვსურს, უფრო სერიოზულად უნდა ვითამაშოთ.“

ცნობისთვის, 82 წლის ბერლუსკონი პარტია „წინ იტალიას“ უცვლელი ლიდერია, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციაში შედის. ევროპარლამენტის მოქმედი სპიკერიც ბერლუსკონის ყოფილი თანამოაზრე და პარტია “წინ იტალიას” ვიცეთავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები მომავალი წლის მაისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები