არც თუ ისე ბევრი წყვილი მოიძებნება ჰოლივუდში, რომლის ქორწინებაც მყარი და შემდგარია. ასეთ შემთხვევათა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ 73 წლის სილვესტერ სტალონე და 51 წლის ჯენიფერ ფლავინი.
რამდენიმე დღის წინ, წყვილმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნა. ამ ღირშესანიშნავი თარიღის საპატივცემულოდ მოდელმა „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტოები გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად გაცილებით დიდი ხანია რაც არის. მათ ერთმანეთი 1988 წელს გაიცნეს და შეხვედრაც მალევე დაიწყეს. წყვილს სამი ქალიშვილი ყჰავს.