სილქნეტი ხვალიდან 6 არხს აღარ გათიშავს და არც აბონენტებს მოუმატებს საფასურს ამ არხების მიწოდებისთვის. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ცოტა ხნის წინ Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან. სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი.
მადლობას გიხდით ერთგულებისათვის!“
https://www.facebook.com/silknet/posts/1659357994110747
შეგახსენებთ, ექვსმა არხმა საკაბელო ოპერატორებისგან მათი მაუწყებლობის გავრცელებისთვის თანხა მოითხოვა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტელევიზიებს აქვთ უფლება მოითხოვონ საფასური მათი არხების ტრანსლირებისთვის.