Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ… ჩვენი დროის გმირები” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ… ჩვენი დროის გმირები”

152

თამაზ დათუკაშვილი, იოსებ აივაზაშვილი, თამაზ ლობჟანიძე – ჩვენი დროისა და დღის გმირები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები…

ასე იწყება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა პერტაიას პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ბორჯომის ხეობაში დღეს მომხდარ შემთხვევას ეძღვნება.

პერტატია ეკიპაჟს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ისინი ნამდვილი ვაჟკაცები არიან.

“ამ ეკიპაჟმა ვერტმფრენით ბოლო კვირის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად 600-მდე გაფრენა განახორციელა და უნიკალური ადგილის გადასარჩენად ბევრი სახიფათო მანევრი შეასრულა…

დღეს, პრევენციული სამუშაოებისას, ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის ამოღების დროს, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. თუმცა, მაშინ, როდესაც ეკიპაჟის წევრები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ, ისინი უფრო დაკისრებული მისიის შესრულებაზე ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე… ყველაზე კრიტიკულ მომენტში მათი დარდი მხოლოდ ეს იყო. იმდენად, რომ ბიჭებთან მისულ სასწრაფო დახმარების პერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, მანქანაში არ სხდებოდნენ და ადგილზე დარჩენას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი სწორედ ასეთ დეტალებში იკვეთება…

ასეთი თავდადებული ადამიანები ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და მიხარია, რომ ისინი კარგად არიან – ესაა ერთადერთი ემოცია, რომელიც დღეს მაქვს და რომელსაც ყველას გიზიარებთ. 

მადლობა მხარდაჭერისთვის!”, – წერს თეა პერტაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები