LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკეთის კეთებას მოტივაცია არ სჭირდება.. აღარ მინდა, ამდენ გაუბედურებულ ძაღლს ვხედავდე“ – ბიჭი, რომელმაც 100-მდე მიუსაფარი ცხოველის სიცოცხლე გადაარჩინა

408
ივერი შაინიძე (3)

ალბათ არავისთვის იქნება ახალი თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კვლავ გადაუჭრელია და მიუხედავად ამ კუთხით გამოთქმული არაერთი ინიციატივისა თუ საკანონმდებლო ცვლილებისა, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული ხდება.

ხშირია აგრესიულად განწყობილი მიუსაფარი ცხოველების შემთხვევებიც, რაც პრობლემას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს, თუმცა, გარდა კანონმდებლობისა, რომელიც ამ ეტაპზე, არ/ვერ ცვლის არსებულ მოცემულობას, არსებობს მეორე მხარეც:

ძაღლების გასამრავლებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო – მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება

სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მოქალაქეს ავალდებულებს არათუ დაჩაგროს, არამედ იზრუნოს მიუსაფარ ცხოველებზე და დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართოს.

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური გადასახადი დაწესდეს

ამ სტატიის გმირი, სწორედ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის თვალსაჩინო მაგალითია. 30 წლის ცხოველთა მოყვარული, ივერი შაინიძე, რომელმაც უკვე 60-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლის სიცოცხლე გადაარჩინა, პროფესიით მუსიკოსია.

გვიყვება, რომ ცხოველები ბავშვობიდან უყვარს და მისთვის, „ქუჩის ძაღლების“ გადარჩენა ახლა, „უბრალოდ სიკეთე და გარკვეულწილად მიზანია“.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

„ყოველთვის მყავდა ძაღლი და კატა, სოფელში ცხენიც. არა მხოლოდ ძაღლები, ზოგადად ცხოველები მიყვარს. წლებია მიუსაფარ ძაღლებზე ვზრუნავ.

ამ დროის მონაკვეთში, ბევრი ძაღლი მყავს აყვანილი და გადარჩენილი, ბევრი რაიონებში გავაჩუქე, ბევრი მოხუცდა და გარდაიცვალა.

 

 

ძირითადად ტრავმირებულ, „ენტერიტიან“ და „ჭირიან“ ცუგებს ვმკურნალობ. ხშირია მოწამვლის, ხელოვნური ტრავმების შემთხვევებიც, ამიტომ მიწევს მათი ვეტერინარებთან წაყვანა, სტერილიზაცია/კასტრაციაზე და ა.შ.

მონიტორინგის სამსახურისთვისაც ბევრჯერ მიმიმართავს, სტერილიზაცია/კასტრაციისთვის“, – ამბობს ივერი.

„ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი შემოგვყავს, რომელთაც პატრონები არ აკითხავენ..“ – რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

 

გვიყვება, რომ მიუსაფარ ცხოველებზე ძირითადად, საკუთარი სახსრებით უწევს ზრუნვა, ამჟამად კი 11 ძაღლს უვლის:

„ცხოველთა მოყვარულების მხრიდან დახმარება მიმიღია, ასევე ბევრი ვეტერინარისგანაც უფასო მომსახურება. ძირითადად, ჩემი რესურსით მიწევს ამ ყველაფრის კეთება. ყოფილა შემთხვევა, სესხიც ამიღია, როცა ფული არ მქონია.

ახლა 11 მიუსაფარი ცუგა მყავს და ერთი ლაბრადორი. ორი მიუსაფარი სახლში, ჩემს ლაბთან ერთად, 8 ჯერჯერობით სამსახურში“, – ამბობს ივერი და იხსენებს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ შემთხვევას, როცა პატარა ლეკვის სიცოცხლე შეცვალა:

 

 

„ზამთარში, ყინვაში ვიპოვე პატარა შავი წერტილი, რომელსაც სახლში ვმკურნალობდი, როცა გამოჯანმრთელდა სამსახურში წავიყვანე სხვა მიკედლებულებთან ერთად მინდოდა გამეზარდა.

საღამოს სულ ტიროდა როცა ვტოვებდი, ძალიან ემოციური და მოსიყვარულე ლეკვი იყო, ახლა უკვე დიდი ძაღლი.

 

 

თავისი ემოციების გადამკიდეს, სახლში წამოვიყვანე და ჩემს ლაბთან ერთად ვზრდი, დღემდე ერთად და ტკბილად ცხოვრობენ, ახლა უკვე ოჯახის სრულფასოვანი წევრია“, – გვიყვება ივერი.

ცხოველთა მოყვარულს ვკითხეთ, რას ფიქრობს ახალ კანონზე, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა და რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს, შინაური ცხოველები საბმელისა და ალიკაპის საშუალებებით ატარონ და ცვლის თუ არა ჯარიმა რაიმეს:

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხებს კანონი დაარეგულირებს – კალაძე ახალ კანონპროექტზე საუბრობს

„დღეს არც მერია და ზოგადად, არც სახელმწიფო მიუსაფარ ცხოველებზე არ ზრუნავს, კატასტროფული მდგომარეობაა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ გვაქვს კანონი, ცხოველები ისევ არ არიან დაცულნი.

რაც შეეხება ახალ კანონს, ეს კანონი დამახინჯებულია. ალიკაპი ყველა ძაღლზე არ არის საჭირო, ვერ წარმომიდგენია ლაბრადორი, სეტერი, პოინტერი, კურცხალი ალიკაპით. დიდი სისულელეა, მე პირადად არ ვაპირებ ალიკაპით ვატარო.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

„ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ კანონის ძალით არის შესაძლებელი, ძალიან მარტივია, მაგრამ არავის უნდა. ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვგულისხმობ.

ჩემი აზრით, მიუსაფრების პრობლემა უნდა მოგვარდეს შემდეგი კანონით: უნდა შეწყდეს ოჯახებიდან თვითნებურად გამრავლება და გაყიდვა.

არჩილ თალაკვაძე: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი პროექტის დონეზე მომზადებულია - მაქსიმალურად ვცდილობთ, მუშაობა დავაჩქაროთ

„საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას და სპეციალური თავშესაფრების შექმნას უკავშირდება.“

კანონი უნდა მოიცავდეს სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას, რა თქმა უნდა, პატრონიანი ცუგების. უნდა მოხდეს ყველა აყვანილი ძაღლის „ჩიპირება“ და კონტროლზე აყვანა.

„თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება – მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება“ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ასეთ შემთხვევაში მარტივია უპასუხისმგებლო პატრონის პოვნა. ჩემი აზრით, ასეთ ხალხს უნდა ჩამოერთვას ძაღლის ხელახლა აყვანის უფლება და გარდა ამისა, საკმაოდ დიდი თანხით უნდა დაჯარიმდეს.

აღარ მინდა, ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში, ამდენ დაჩაგრულ და გაუბედურებულ ძაღლს ვხედავდე“. – ამბობს ცხოველთა მოყვარული.