„ამაზონმა“ საახალწლოდ საშობაო რეკლამის სრული ვერსია გაავრცელა. ეს არის კლიპი, რომელიც სპეციალისტების შეფასებით საუკეთესოა მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა. ახალი ვიდეო არის სიკეთეზე, მის ძალასა და მნიშვნელობაზე. კლიპი ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ, ადაპტირებას ცდილობს. ვიდეოს კიდევ ერთი გმირი მისი მეზობელი ქალია, რომელიც ყოველ დღე ხედავს, როგორ ებრძვის დეპრესიას მისი მეზობელი გოგონა.
კლიპის შემქმნელებს სურდათ ეჩვენებინა, სიკეთის ძალა. განსაკუთრებით კი, შობის დღესასწაულზე. კლიპი იმდენად ემოციურია, რომ მას ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.
მზად ხართ მოულოდნელი სტუმრისთვის? – „ჯონ ლუისის“ ჯადოსნური საახალწლო რეკლამა უკვე გამოვიდა