სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კერძოდ, თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
„ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი“, – წერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ფორტუნა“ დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
?სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში…
Posted by სიღნაღის მუნიციპალიტეტი on Thursday, December 1, 2022