LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

199
1565964277371913-e1566041906349-890x395-c

სიღნაღში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც “ფორტუნასთვისაა” ცნობილი, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულია ავტომობილის კიდევ ორი მგზავრი.

ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ჯერჯერობით მათ კვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები