LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძმამ და მოკლა – არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ძმებს ჩხუბის დროს აშველებდა

208
პოლიცია-მანანას-ფოტო-2-e1452770122933

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძმამ და მოკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ძმებს ჩხუბის დროს აშველებდა, რა დროსაც მას ერთ-ერთმა ძმამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა და ადგილზე გარდაიცვალა.

კახეთის პოლიციამ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები