LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტი ძვირდება

654337_n

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იზრდება.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინიციატივის თავდაპირველი ვერსიით, როგორც ფილტრიანი, ასევე უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1,7 ლარი უნდა ყოფილიყო. საბოლოო გადაწყვეტილებით, მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ინიციატივით, უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1,7 ლარით განისაზღვრა, თუმცა ამით ფილტრიან სიგარეტთან გათანაბრება არ მომხდარა. გათანაბრების ნაცვლად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. აღნიშნულის გამო გაძვირდება ფილტრიანი სიგარეტიც.

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, ფილტრიან სიგარეტზე ფასი, დაახლოებით, 40-50 თეთრით მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები